სიახლეები

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ელენე გოცაძე.

ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონი ელენე საბაკალავრო სკოლის პირველი და მეორე კურსის იუნკერებს შეხვდა და მათ ლექცია წაუკითხა თემაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. ლექციის მსვლელობისას განხილული იქნა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ცენტრის დირექტორმა, ასევე ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქალბატონი ელენეს გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია იუნკერებში, მათ მოწვეულ სტუმარს  ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.