საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის წარმომადგენლები პოლკოვნიკი ალექსი კრასიუკი, პოლკოვნიკი არტურ ლუნკოვი და მაიორი პაველ როჟკო.
სტუმრები აკადემიის ხელმძღვანელობასა და სამხედრო და სამოქალაქო სკოლების უფროსებს შეხვდნენ. გაცნობითი სახის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს პრეზენტაცია წარუდგინა აკადემიის მოკლე ისტორიის, არსებული სკოლების სტრუქტურის, საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ასევე გაეცნენ პროფესიული განვითარების ცენტრის საქმიანობასა და აკადემიაში საერთაშორისო კუთხით გატარებულ ღონისძიებებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპეტქივებზეც ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.