სიახლეები

მსოფლიო რბენა “Wings for Life”

3 მაისს კახეთში, ლოპოტას ხეობაში მასშტაბური მსოფლიო რბენა „Wings for Life“ გაიმართა, რომელიც ერთდროულად 35 ქვეყანაში ჩატარდა.

აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა.

საქველმოქმედო რბენა „Wings for Life“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მხარს უჭერს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევასა და მკურნალობას.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის, ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელმა, ლეიტენანტმა გიორგი ხარხელმა საქველმოქმედო რბენაში მესამე ადგილი დაიკავა.