დღეს, გაცნობითი სახის ვიზიტით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალების აკადემიის წარმომადგენლები ვიცე-პოლკოვნიკი დაგ ჰენრიკსენი და ასოცირებული პროფესორი კარლ ერიკ ჰოგი.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ნორვეგიელ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა აკადემიის სტრუქტურის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამხედრო და სამოქალაქო სკოლების შესახებ. სტუმრებმა თავის მხრივ აკადემიის წარმომადგენლებს ნორვეგიის საჰაერო ძალების აკადემიის ისტორია და არსებული საგანმანათლებლო მიმართულებები გააცნეს.
შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, ბატონი სვეინ ამუნდსენი ესწრებოდა.