სიახლეები

ნორვიჩის უნივერსიტეტის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ნორვიჩის უნივერსიტეტის კადეტები.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ისტორია, არსებული სკოლები და სასწავლო პროგრამები გააცნეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

მოგვიანებით ნორვიჩის უნივერსიტეტის კადეტებსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შორის მინი ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა.