ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდის კურატორი, ბატონი მამუკა ქაფიანიძე.
ბატონმა მამუკამ აკადემიის საბაკალავრო სკოლის პირველი და მეორე კურსის იუნკერებს ქართული შეიარაღების განვითარების ისტორია გააცნო. ლექციის მსვლელობისას მან ყურადღება გაამახვილა ქართულ-კავკასიური ტექნოლოგიით დამზადებული იარაღის ფართოდ გავრცელებულ სახეობებსა და საქართველოს რეგიონებისათვის დამახასიათებელ შეიარაღებაზე.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუმარმა იუნკერების კითხვებსაც უპასუხა.