სიახლეები

ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ახალქალაქში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, არსებულ სასწავლო პროგრამებსა და იუნკერების დღის წესრიგს. მოგვიანებით, მათ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

აღნიშნული ვიზიტი ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ნატოს კვირეული ახალქალაქში“ ფარგლებში განხორციელდა.