სიახლეები

მიღება საბაკალავრო სკოლაში

ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს მიღებას საბაკალავრო სკოლაში. საბუთების მიღება იწარმოებს აკადემიის ტერიტორიაზე 2015 წლის 31 მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით.

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

1. სრული ზოგადი განათლების მქონე აბიტურიენტები, რომლებსაც 2015 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი, რომლებიც დარეგისტრირდნენ ან დარეგისტრირდებიან სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2015 წლის 10 თებერვლიდან 2015 წლის 17 მარტამდე აბიტურიენტებად (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge) და რეგისტრაციისას აირჩევენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: ზოგადი უნარები, უცხო ენა, ქართული ენა და მათემატიკა.


2. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (2015 წლის 27 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით).

3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას (2015 წლის 1 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით), სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/) და გაგზავნილ იქნებიან სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად (2015 წლის 4 ივნისიდან 24 ივნისამდე).

5. საბუთების მიღება იწარმოებს აკადემიის ტერიტორიაზე (2015 წლის 31 მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით), შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.


საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) - 2 ეგზ.
  3. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
  5. ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.
  6. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები) - 2 ეგზ.
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები - 2 ეგზ.
  8. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ.
  9. ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
  10. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან) – 2 ეგზ.
  11. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ - 2 ეგზ.
  12. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) – 2 ეგზ.
  13. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ.
  14. ფოტოსურათი 3X4-ზე - 6 ცალი
  15. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
  16. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

შენიშვნა:

  1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
  2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.