სიახლეები

სასწავლო ბატალიონის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორკვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

საველე სწავლების ფარგლებში, იუნკერებს მეცადინეობები ჩაუტარდათ მოწინააღმდეგესთან შეხებაზე რეაგირებაში, ინდივიდუალურ გადაადგილებაში, დაშავებულთა ევაკუაციასა და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირებაში.

აღნიშნული სწავლების პერიოდში, პირველი კურსის იუნკერებს დავალებების შესრულებისას ხელმძღვანელობას უწევდნენ მეოთხე კურსის იუნკერები.