სიახლეები

დასკვნითი გაერთიანებული საშტაბო სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების მსმენელებმა გაიარეს ორ ეტაპიანი დასკვნითი გაერთიანებული საშტაბო სწავლება.

პირველი ეტაპის ფარგლებში, კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელები ბატალიონის შტაბებში სპეციალობების შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილდნენ და ბრიგადისგან მიღებული ოპერატიული ბრძანება ბატალიონის დონეზე დაამუშავეს.

მეორე ეტაპი აღნიშნული ბრძანების გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკურ სიმულაციურ (JCATS) სისტემაში გათამაშებას დაეთმო.

კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების 2015 წლის პირველი გამოშვება 19 ივნისს გაიმართება.