სიახლეები

გაცნობითი სახის შეხვედრები აკადემიის მსმენელებისა და იუნკერებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებისა და  საბაკალავრო სკოლის IV კურსის იუნკერებისთვის ტარდება გაცნობითი სახის შეხვედრები.

ორი კვირის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობის წარმომადგენლები მსმენელებსა და იუნკერებს გააცნობენ მათი სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობებსა და საქმიანობას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია აკადემიის მსმენელებსა და იუნკერებს დაეხმარება მომავალი სამხედრო სპეციალობის არჩევაში.