სიახლეები

ანა დოლიძე სტუმრად ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დეტალურად გააცნო უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის, ასევე აკადემიაში არსებული სკოლებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა და ფუნქცია-მოვალეობები. შეხვედრაზე აკადემიის სამომავლო გეგმები და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გატარებული ღონისძიებებიც განიხილეს. 

“დღეს მქონდა საქმიანი შეხვედრები თავდაცვის აკადემიაში. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო. თავდაცვის აკადემია ძალიან მაღალი კლასის, საკმაოდ პრესტიჟული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. ეს არის ერთადერთი სასწავლებელი, რომელიც სამხედრო განხრით, უმაღლეს განათლებას უზრუნველყოფს. ჩემი დაინტერესებაა, რომ საქართველოში აკადემიის პრესტიჟი კიდევ უფრო გაიზარდოს და უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ვიზიტის დასასრულს, მინისტრის მოადგილე თავდაცვის აკადემიის სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.