დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუდენტთა სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია ჩატარდა, სადაც აკადემიის იუნკერებთან ერთად საქართველოს ექვსი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები იღბდნენ მონაწილეობას.
კონფერენცია აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, პროფესორმა მანანა მაღრაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ აკადემიასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აკადემიის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა, მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ დევიძემ და აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერმა გიორგი ცაციაშვილმა.
კონფერენცია ჰუმანიტარულ - ეკონომიკური და ტექნიკურ მეციერებათა მიმართულებით მიმდინარეობდა. ნაყოფიერი მუშაობის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერი ამირან ბიჭაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერი ნიკა ჟორჟოლიანი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერი გიორგი ელიაშვილი.