სიახლეები

ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და ვადები

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და ვადები

 

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:

  1. უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
  2. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით;
  3. უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები 30 წლის ასაკის ჩათვლით;
  4. ოფიცრის კურსზე სამოქალაქო პირთა საბუთების მიღება და სამედიცინო შემოწმება იწარმოებს 2015 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით;
  5. სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება ზოგად უნარებში იწარმოებს 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით;
  6. ოფიცრის კურსზე მისაღები გამოცდები ჩატარდება (ზოგადი უნარები, ფიზიკური მომზადება (გთხოვთ ტექსტის ბოლოს იხილოთ ფიზიკური ნორმატივები), გასაუბრება) 2015 წლის 19 ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით;
  7. დაწყებითი საბრძოლო მომზადება სამოქალაქო პირებისათვის ჩატარდება 2015 წლის 24 ნოემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით;
  8. სასწავლო პროცესი დაიწყება 2016 წლის 11 იანვრიდან;
  9. ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსის პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება “ლეიტენანტი“ და მიეცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ სახმელეთო ჯარების, სამხედრო სამედიცინო, სამხედრო პოლიციის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობებს;
  10. საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2-30-52-85; 577 390194.

 

 

მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების     


სამოქალაქო პირებზე

 

  1. განცხადება (ივსება აკადემიის მიმღებ კომისიაში);
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) – 2 ეგზ;
  3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  5. ქორწინების მოწმობის ასლი (თუ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში) - 2 ეგზ;
  6. ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილები, მშობლები, და-ძმა) პირადობის მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – 2 ეგზ;
  7. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ) - 2 ეგზ;
  8. ცნობა ნასამართლობის შესახებ - 2 ეგზ;
  9. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა - 2 ეგზ;
  10. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) – 2 ეგზ;
  11. პირადობის მოწმობის ასლი - 3 ეგზ;
  12. მართვის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ;
  13. შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  14. მიღებული სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ;
  15. სამხედრო ბილეთის ასლი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  16. ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
  17. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც;
  18. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

 

 

სამხედრო მოსამსახურეებზე

 

  1. ჯანმრთელობის ცნობა (სამხედრო სასწავლებლისათვის ვარგისიანობის შესახებ);
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  3. ფოტოსურათი 3 ×4-ზე - 2 ცალი;
  4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი - 2 ეგზ.