სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და ვადები
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:
- უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
- უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით;
- უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები 30 წლის ასაკის ჩათვლით;
- ოფიცრის კურსზე სამოქალაქო პირთა საბუთების მიღება და სამედიცინო შემოწმება იწარმოებს 2015 წლის 31 აგვისტოდან 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით;
- სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება ზოგად უნარებში იწარმოებს 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით;
- ოფიცრის კურსზე მისაღები გამოცდები ჩატარდება (ზოგადი უნარები, ფიზიკური მომზადება (გთხოვთ ტექსტის ბოლოს იხილოთ ფიზიკური ნორმატივები), გასაუბრება) 2015 წლის 19 ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით;
- დაწყებითი საბრძოლო მომზადება სამოქალაქო პირებისათვის ჩატარდება 2015 წლის 24 ნოემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით;
- სასწავლო პროცესი დაიწყება 2016 წლის 11 იანვრიდან;
- ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსის პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება “ლეიტენანტი“ და მიეცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ სახმელეთო ჯარების, სამხედრო სამედიცინო, სამხედრო პოლიციის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობებს;
- საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2-30-52-85; 577 390194.
მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნ უ ს ხ ა
სამოქალაქო პირებზე
- განცხადება (ივსება აკადემიის მიმღებ კომისიაში);
- ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) – 2 ეგზ;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
- დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
- ქორწინების მოწმობის ასლი (თუ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში) - 2 ეგზ;
- ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილები, მშობლები, და-ძმა) პირადობის მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – 2 ეგზ;
- ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ) - 2 ეგზ;
- ცნობა ნასამართლობის შესახებ - 2 ეგზ;
- შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა - 2 ეგზ;
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) – 2 ეგზ;
- პირადობის მოწმობის ასლი - 3 ეგზ;
- მართვის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მიღებული სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ;
- სამხედრო ბილეთის ასლი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
- ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც;
- საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.
სამხედრო მოსამსახურეებზე
- ჯანმრთელობის ცნობა (სამხედრო სასწავლებლისათვის ვარგისიანობის შესახებ);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
- ფოტოსურათი 3 ×4-ზე - 2 ცალი;
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი - 2 ეგზ.