დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ანა დოლიძემ კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებთან და ინსტრუქტორებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, ქალბატონმა ანამ თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ინიციატივებზე ისაუბრა და სკოლის მსმენელებისა და ინსტრუქტორების შეკითხვებსაც უპასუხა.