სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ აბიტურიენტთათვის მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, დღის 10:00 საათზე ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა. 

ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საბუთების ნუსხის ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათ არ ჩაუბარებიათ მიმღები კომისიისთვის შიდა რეგისტრაციის დროს.

მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი. 

გთხოვთ მობრძანდეთ!