საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკურ-სამხედრო საქმეთა ბიუროს ანალიტიკური სამსახურის დელეგაცია. დელეგაციის წევრები აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამერიკელ სტუმრებს აკადემიის ზოგადი საქმიანობა და არსებული სკოლები გააცნო, მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო მხარდაჭერის საკითხები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები ადგილზე გაეცნენ აკადემიის ინფრასტრუქტურას.