სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პირველკურსელებს აკადემიაში ჩაბარება რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ და საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ მიულოცეს.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, პირველკურსელებს საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კონტრაქტის პირობებს, სასწავლო პროცესსა და არსებულ სამეთაურო სტრუქტურას.  

აკადემიის იუნკერებმა პირველკურსელებს პირადი გამოცდილება გაუზაირეს და მათთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს საწყის საბრძოლო მომზადებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლოს, პირველკურსელებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან  10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რაც ითვალისწინებს 4 წლიან სწავლებასა და 6 წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. მათ ასევე ჩააბარეს ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რისი შედეგებითაც მოხდება მათი შესაბამის ჯგუფებში გადანაწილება.