სიახლეები

სწავლება გენდერულ თანასწორობასა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325-ზე

ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლების სასწავლო გეგმის მიხედვით ტარდება სწავლებები თემაზე:  „გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325.“

ამ ეტაპზე დამტიკცებული, სასწავლო გეგმის შესაბამისად, აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს ჩაუტარდათ ოთხდღიანი სწავლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

სწავლების ფარგლებში, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.

მსგავსი მეცადინეობები ტარდება კურსზე ჩარიცხული ყოველი ახალი ნაკადისთვის.