სიახლეები

ლონდონის სამეფო კოლეჯის აკადემიური კვლევების დეკანის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ლონდონის სამეფო კოლეჯის თავდაცვის კვლევების დეპარტამენტის უფროსი და აკადემიური კვლევების დეკანი, პროფესორი ვინ ბოუენი. 

ბრიტანელი სტუმარი აკადემიის რექტორის მოადგილეს, ბატონ ერეკლე ჩიგოგიძეს შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს უამღლესი სასწავლებლების აკადემიური პროგრამები. მათ ასევე განიხილეს დიდ ბრიტანეთსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროფესორმა ბოუენმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.