საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით აკადემიაში სტაჟირებას გაივლის ლიტვის სამხედრო აკადემიის IV კურსის კადეტი, ანდრეი ზუბრიჩკი.
დღეს, ლიტველი კადეტი აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინს და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის „რუსეთ-საქართველოს ომი და მისი გავლენა ევროპის უსაფრთხოებაზე“ ხელმძღვანელს სამეთაურო-საშტაბო სკოლის ინსტრუქტორს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ყალიჩავას შეხვდა.
აკადემიის მხარდაჭერით, 6 კვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ლიტველ კადეტს საშუალება ექნება შეხვდეს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ექსპერტებს. სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით შეხვედრები, ასევე დაგეგმილია სამეცნიერო კვლევით ცენტრ „დელტაში“, კიბერუსაფრთხოების ბიუროში, ნატო-საქართველოს სამეკავშირეო ოფისში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდსა და უსაფრთხოების სექტორის სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებთან.