სიახლეები

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის იუნკერები 14 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე გადიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს. სამ ეტაპიანი კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პირველი ეტაპის ფარგლებში, ახალწვეულმა იუნკერებმა ინდივიდუალურ დონეზე გაიარეს ტაქტიკური და საინჟინრო მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები. მეორე ეტაპი მოიცავდა საცეცხლე მომზადებას, სადაც ისინი გაეცნენ იარაღთან ურთიერთობისა და დამიზნების წესებს.

მესამე ეტაპი დაეთმობა თეორიულ სწავლებას, რომელსაც პირველი კურსის იუნკერები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაივლიან.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, 16 ოქტომბერს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართება ახალწვეულ იუნკერთა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი.