დღეს, კანადელმა ინსტრუქტორებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის გამართეს სიმპოზიუმი, თემაზე „სამხედრო ეთიკა და ფილოსოფია“.
კანადის სან ჟენის სამეფო სამხედრო კოლეჯის წარმომადგენელი, დოქტორი მარკ ენბუ იუნკერებს ეთიკურ დილემასა და მორალურ ფილოსოფიაზე ესაუბრა.
სიმპოზიუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერები ბრძოლის ველზე ეთიკურ დილემასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.
აღნიშნული სიმპოზიუმი საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.