სიახლეები

ანდრია გოცირიძის ლექცია სპიკერების პროგრამის ფარგლებში

"სპიკერების პროგრამის" ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ბატონი ანდრია გოცირიძე ესტუმრება.

"კიბერუსაფრთხოება - გლობალური გამოწვევა, კიბერელემენტების გამოყენება პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში" - ასე ეწოდება ლექციას, რომელიც 21 ოქტომბერს, 16:00 საათზე კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ჩაუტარდებათ.