დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლისა და ფიცის დადების შემდეგ პირველი კურსის იუნკერები აქტიურად შეუდგნენ სასწავლო პროცესს. მათ აკადემიისგან გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები.
იუნკერებს დღევანდელი დღე აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა, რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ და საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ მიულოცეს.
ოთხწლიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაკალავრის ხარისხი და ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“, რის შემდეგაც სწავლას გააგრძელებენ სპეციალიზაციის კურსებზე.