სიახლეები

ნატო-ს დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

საქართველოში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ საკითხებზე მომუშავე ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას  ნატო-ს შტაბ-ბინისა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ.  

გაცნობით შეხვედრაზე აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა, ასევე ყურადღება გაამახვილეს აკადემიასა და ნატო-ს სხვადასხვა პროგრამებს (DEEP, PDP) შორის არსებულ თანამშრომლობასა და მათი მხრიდან მიღებულ მხარდაჭერაზე.

მოგვიანებით ნატო-ს დელეგაციის წარმომადგენლები აკადემიის ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.