სიახლეები

ანდრია გოცირიძის ლექცია სპიკერების პროგრამის ფარგლებში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „სპიკერების პროგრამა“. დღეს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ბატონმა ანდრია გოცირიძემ კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ლექცია წაუკითხა, თემაზე: "კიბერუსაფრთხოება - გლობალური გამოწვევა, კიბერელემენტების გამოყენება პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში".

ლექციის მსვლელობისას, ბატონმა ანდრიამ ყურადღება გაამხვილა სამხედრო მოსამსახურეებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხების ცოდნის მნიშვნელობაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებულ შეტევებსა და არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე.

ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ძირითადად საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს შეეხო.