სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის II კურსის კადეტები ესტუმრნენ.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, იუნკერებმა სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინეს აკადემიის საქმიანობის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, მიღების პირობებისა და დღის განრიგის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.