"სპიკერების პროგრამის" ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი კევინ ჯონ ჰელერი ესტუმრება. 
“The ICC’s Formal Investigation into the Situation in Georgia: Legal and Evidentiary Issues” - ასე ეწოდება ლექციას, რომელიც 4 ნოემბერს, 11:00 საათზე კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ჩაუტარდებათ.
პროფესორი კევინ ჯონ ჰელერი ლექციებს, ასევე გამართავს: 
5 ნოემბერი - გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; 
6 ნოემბერი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.