"სპიკერების პროგრამის" ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი კევინ ჯონ ჰელერი ესტუმრება.
“Whether Disguising Military Objects to Look Like Civilian Objects is Perfidious” - ასე ეწოდება ლექციას, რომელიც 4 ნოემბერს, 15:00 საათზე IV კურსის იუნკერებს ჩაუტარდებათ.
პროფესორი კევინ ჯონ ჰელერი ლექციებს, ასევე გამართავს:
5 ნოემბერი - გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
6 ნოემბერი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი.