სიახლეები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრა, საქართველოში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.  

სასწავლო სამმართველოს უფროსმა მარიამ დარბაიძემ სკოლის მოსწავლეებს საბაკალვრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და მიღების პირობები გააცნო. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.