„სპიკერების პროგრამის" ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ელენე გოცაძე.
საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, იუნკერებს ლექცია წაუკითხა, თემაზე: „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის გზაზე“, სადაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
აღნიშნულმა ლექცია დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში. ლექციის დასასრულს, იუნკერებმა ქალბატონ ელენეს კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.