სიახლეები

განათლების რეგიონალური გამოფენა

2015 წლის 16 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემია მონაწილეობას მიიღებს განათლების რეგიონალურ გამოფენაში.

გამოფენის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს 5 ქალაქს, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ აკადემიის საქმიანობას, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს.

 

გამოფენის განრიგი:

  • 16 ნოემბერი, 11:00-19:00 - ქ. რუსთავი,  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი, საგამოფენო დარბაზი. მის:  ფიროსმანის ქ.# 7 

  • 17 ნოემბერი, 11:00-19:00 - ქ. თელავი,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის საელმწიფო უნივერსიტეტი, მის:  ქართული უნივერსიტეტის ქუჩაN1 

  • 18 ნოემბერი, 11:00-19:00 - ქ. ქუთაისი, „თი-ბი-სი ბანკი“-ს ქუთაისის ფილიალი, საგამოფენო დარბაზი, მის: დავით აღმაშენებლის მოედანი 2 

  • 19 ნოემბერი, 11:00-19:00 - ქ. ზუგდიდი,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი "ოდიში”, მის: დ. ჯანაშიას ქ. # 12

  • 20 ნოემბერი, 11:00-19:00 -  ქ. ბათუმი,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“, მის:  ნინოშვილის ქ. #1