სიახლეები

ირაკლი მენაღარიშვილის ლექცია სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

დღეს, სამეთაურო-საშტაბო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და სტრატეგიული კვლევითი ცენტრის დირექტორი, ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი.

ბატონმა ირაკლიმ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ლექცია წაუკითხა, თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირება“. ლექციის მსვლელობისას, მან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და პრიორიტეტებზე, ასევე განიხილა მცირე ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების საგარეო პოლიტიკური სტრატეგიები.

აღნიშნულმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ოფიცრებში. ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსმენელებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.