სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემია განათლების რეგიონულ გამოფენაში მონაწილეობს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (ეთა) ქალაქ რუსთავში მიმდინარე „განათლების რეგიონულ გამოფენაში“ მონაწილეობს. 

გამოფენის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ პირებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს და სამოქალაქო და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა იუნკერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

„განათლების რეგიონული გამოფენა“ საქართველოში პირველად ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
გამოფენის მიზანია, აბიტურიენტებს გააცნოს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები. წელს გამოფენაში საქართველოში აკრედიტებული 13 უნივერსიტეტი მონაწილეობს.

„განათლების რეგიონული გამოფენა 2015“ დღეს გაიხსნა და 20 ნოემბერს დასრულდება. გამოფენას რუსთავის გარდა საქართველოს ოთხი ქალაქი: თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და და ბათუმი უმასპინძლებს.