სიახლეები

ფრანგული ენის პედაგოგის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ფრანგული ენის პედაგოგი, ჰინდ ბენდასი სტუმრობს.

რვა თვის განმავლობაში აკადემიის მე-3 და მე-4 კურსის იუნკერებს, რომელთაც ფრანგული მეორად ენად აქვთ არჩეული, თვეში ოთხჯერ ჩაუტარდებათ ფრანგული ენის ლექცია.

აღნიშნული კურსი მნიშვნელოვნად დაეხმარება აკადემიის იუნკერებს ფრანგული ენის ცოდნის დონის ამაღლებაში.