ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლების სასწავლო გეგმის მიხედვით ტარდება სწავლებები თემაზე: „გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325.“
ამ ეტაპზე დამტიკცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელებს ჩაუტარდათ სამდღიანი სწავლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
სწავლების ფარგლებში, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ინგა ჭილაშვილმა გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.
მსგავსი მეცადინეობები ტარდება სკოლაში ჩარიცხული ყოველი ახალი ნაკადისთვის.