სიახლეები

ელენე გოცაძის ლექცია სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებისთვის

დღეს, სამეთაურო-საშტაბო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ელენე გოცაძე.

საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, სკოლის მსმენელებს ლექცია წაუკითხა, თემაზე: „საქართველოს ევროპული გზა“, სადაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან, ასევე მიმოიხილა 2016 წლის ვარშავის სამიტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და არსებული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები.

ქალბატონმა ელენელმ ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულა.