ქალაქ ბათუმში დასრულდა „განათლების რეგიონული გამოფენა 2015", რომელშიც მონაწილეობა საქართველოს 13-მა უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო.
გამოფენის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები საქართველოს 5 ქალაქს: რუსთავს,თელავს, ქუთაისს,ზუგდიდსა და ბათუმს ესტუმრნენ, სადაც დაინტერესებულ პირებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს და სამოქალაქო და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა იუნკერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
გამოფენის მიზანია, აბიტურიენტებს გააცნოს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები.
„განათლების რეგიონული გამოფენა 2015“ საქართველოში პირველად ჩატარდა და იგი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.