დღეს ოსიაურის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის საველე პრაქტიკული სწავლება, სახელწოდებით „ოცეულის ტაქტიკური წვრთნები და თავდაცვითი ოპერაციები“. აღნიშნული სწავლება 24 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას იღებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსამთავრებული 64 ლეიტენანტი.