"სპიკერების პროგრამის" ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი გიორგი სანიკიძე ესტუმრება. „თანამედროვე ისლამური სამყარო“ - ასე ეწოდება ლექციას, რომელიც 30 ნოემბერს, 16:00 საათზე აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ჩაუტარდებათ.