სიახლეები

ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაში აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა.  აღნიშნული ჩემპიონატი 2 ნოემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობას აკადემიის საბაკალავრო სკოლის I,II,III და IV კურსის იუნკერები იღებდნენ. „ჩახპები“ - ასე ჰქვია III კურსელთა გუნდს, რომელმაც ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის ტიტული IV კურსის იუნკერს, სოსო ბარდაველიძეს მიენიჭა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კი, I კურსის იუნკერმა, გიორგი ქორიძემ მიიღო. 
პირველ ადილზე გასული გუნდი აკადემიის რექტორის მ/შ, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სასწავლო ბატალიონის გარდამავალი საფეხბურთო თასით, მედლებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
მეორე ადგილზე გასულ გუნდს აკადემიის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა სერთიფიკატები და მედლები გადასცა.
მესამე ადგილზე გასული გუნდი აკადემიის საბაკალავრო სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ სერთიფიკატებითა და მედლებით დააჯილდოვა.