სამეთაურო-საშტაბო სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში, სკოლის მსმენელებისთვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს, რომელიც სიმულაციური სისტემა „JCATS“-ის გამოყენებით ხორციელდება. სწავლებას ვიცე-პოლკოვნიკი რომან ქავთარაძე ხელმძღვანელობს.
აღნიშნული სწავლება ბატალიონის დონეზე ტარდება და მისი მიზანია ბატალიონის შტაბის ყველა საბრძოლო ფუნქციის შეფასება, სინქრონიზაცია და ურთიერთქმედებაში მოყვანა; მსმენელების კრიტიკული აზროვნების შეფასება ცვლად ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების დროს.
მიმდინარე სწავლება 17 დეკემბერს დასრულდება.