ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ზამთრის სეზონი.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას იღებენ აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერები.
მესამე ტურის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო გუნდი - „მექანიკური ვაშლი“ 14 ქულით. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ ანზორ გელაძეს მიენიჭა.
გამარჯვებულებს სიგელები საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და სასწავლო ბატალიონის სერჟანტმა, უფროსმა სერჟანტმა კობა მერკვილაძემ გადასცეს.