სიახლეები

სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე

დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებს ტრენინგი ჩაუტარდათ გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.

სახმელეთო ჯარების სარდლობის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა ელგუჯა მოწონელიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ინგა ჭილაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს გენდერული თანასწორობის პრინციპები და თავდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით გატარებული ღონისძიებები გააცნეს. 

ტრენერებმა, ასევე ისაუბრეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 მნიშვნელობასა და ცნობიერების ამაღლებაზე.