სიახლეები

ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? IV ტური

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? IV ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საბაკალავრო სკოლის IV კურსის იუნკერებმა მიიღეს.

მეოთხე ტურის შედეგად ფინალში თამაშის უფლება გუნდმა „პიკ16ეფ877ა“ მოიპოვა. თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერ იოანე ქემოკლიძეს მიენიჭა.

გამარჯვებულებს სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ და მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ქუთათელაძემ გადასცეს.