სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია ტერორიზმის საფრთხეები და საქართველო

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ტერორიზმის საფრთხეები და საქართველო“. 

აღნიშნული კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის უფროსი ინსტრუქტორის, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ მჭედლიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები, საბაკალავრო სკოლის იუნკერები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა ტერორიზმის იდეოლოგია და მის მიერ გამოწვეული საფრთხეები. გამომსვლელებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიასა და სირიაში არსებულ მდგომარეობაზე.

მსგავსი კონფერენციების ჩატარება ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას.