ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საბაკალავრო სკოლის ხუთმა გუნდმა მიიღო.
ფინალური ტურის შედეგებით, 2015 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა IV კურსის გუნდი „ჭიანჭველები“ 23 ქულით. ხოლო თამაშის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული 12 სწორი პასუხით იუნკერმა ბაჩანა ჭანტურიამ მოიპოვა.
გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა, რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ და სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ჯანჯულიამ გადასცეს.