სიახლეები

თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური მრჩევლის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური მრჩეველი, ქალბატონი ალექსანდრა ლუის პოლი.

ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონი ალექსანდრა აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს შეხვდა. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმარს პრეზენტაცია წარუდგინეს აკადემიის საქმიანობისა და არსებული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.